შსს: კოკა კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნის ფაქტს არ ვადასტურებთ

შსს: კოკა კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნის ფაქტს არ ვადასტურებთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის პოლიციელებმა  საკუთარ სახლში 20 წლის კოკა კობალაძე ცემეს, რომელიც ამ წუთებში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. 

"აიპრესს" შსს-ში არ ადასტურებენ კობა კობალაძის საცხოვრბელ სახლში ყოფნის ფაქტს.

"ბინაში პოლიციელები ყოფნა არ დასტურდება, თუმცა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, ასევე, გამოძიებას დაიწყებს პროკურატურა." - გვითხრეს შსს-ში. 

20 წლის კობა კობალაძის დედა თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში წერს:

"არასოდეს წარმომედგინა თუ ამ დღეში აღმოვჩნდებოდი 21 საუკუნეში როცა ყოველთვის ვამაყობდი ჩემი შვილით და დღეს ჩემი საამაყო უნიჭიერეს, უპატიოსნეს, უკეთილშობილეს შვილს სახლში შეუვარდა უვიცი პოლიცია სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოდ მარტო მიაგდეს ღვთის ანაბარა, რატოოოომ? რისთვიიიის? გამეცით ვინმემ პასუხი გაგიჟებული დედა ვწერ!!!!!", - წერს კობალაძის დედა. 

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

2 საათის წინ

"მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088