Европейская правда: დონალდ ტრამპი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

Европейская правда: დონალდ ტრამპი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიუსელში თავის უკრაინელ კოლეგა, პეტრო პოროშენკოს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ორმხრივი შეხვედრები გაუქმებული იყო,-ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"შეხვედრა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა და სამხედრო სფეროში შემდგომი თანამშრომლობა", - განაცხადა წყარომ. კიდევ ერთი წყარო დასძენს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მედიის მიწვევის გარეშე გაიმართა.
ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააგენტო „ინტერფაქსს“ წყარომ დაუდასტურა. მან აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა „გრაფიკის შესაბამისად“ შედგა.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა. კერძოდ, მან ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

9 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080