ბურჯანაძე: უსუფაშვილი შეცდა, აქცენტი პროდასავლურობასა და პრორუსულობაზე პროვინციალიზმია

ბურჯანაძე: უსუფაშვილი შეცდა, აქცენტი პროდასავლურობასა და პრორუსულობაზე პროვინციალიზმია

  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პროვინციალიზმია როდესაც პარტიები აქცენტს პროდასავლურობაზე და პრორუსულობაზე აკეთებენ. პოლიტიკოსის მტკიცებით, ის პროქართული პოლიტიკური ლიდერია მას ეს მოთხოვნა აქვს.

ამ კონტექსტში ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ოპოზიციურ ერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ყოველთვის ქართული ინტერესების გამტარებელი იყო და ასე იქნება მომავალშიც.

ნინო ბურჯანაძე: რა თქმა უნდა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით ვმუშაობ. უფრო მეტიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი შანსი დღეს საქართველოსთვის არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. არავინ არ არის საქართველოში, ვისაც შეუძლია ქვეყნისთვის ჩემდენი გააკეთოს დღევანდელ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მე განვაცხადე, რომ მზად ვარ უარი ვთქვა კენჭისყრაზე, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდება. რა თქმა უნდა ამ ერთიან კანდიდატურაში არავითარ შემთხვევაში არ მიგულისხმია „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ფრთის კანდიდატურა. თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თუნდაც ერთი კომპონენტით უკეთეს კანდიდატურას მოძებნის, ვიდრე მე ვარ, მზად ვარ კენჭისყრაზე უარი განვაცხადო და მხარი დავუჭირო ასეთ კანდიდატურას.

სხვათა შორის დავით უსუფაშვილიც ამას ამბობს, ოღონდ მას აქვს მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს პროდასავლური პარტია. ამაზე ისაუბრა მან პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში...

მე მაქვს მოთხოვნა, რომ პროქართული უნდა იყოს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სწორი მოთხოვნა. ნებისმიერი მოთხოვნა პროდასავლურსა და პრორუსულზე საუკეთესო შემთხვევაში ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი სირცხვილია. მე დღეს ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ, რომელიც გაოცებული მელაპარაკებოდა, რომ სრულიად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა და ყველა ელაპარაკებოდა, რომ ან პროდასავლურია, ან ვიღაცა პრორუსულია და საერთოდ არავის უხსენებია, რომ პროქართული ინტერესები უნდა არსებობდეს. ეს არის სირცხვილი და ჩვენი პროვინციალიზმი, როდესაც თავი იმით მოგვაქვს, რომ პროდასავლურები და პროამერიკულები ვართ. თუ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ, პროქართული უნდა იყო. მე არათუ პრეტენზია მაქვს, რომ ასეთი ვარ, არამედ ასეთი ვარ! ყოველთვის ვიყავი საქართველოს ინტერესების განმახორციელებელი და ასეთიც ვიქნები. ჩემთვის პოლიტიკოსები და პარტიები დაიყოფა შემდეგი ნიშნით:

1. აქვს თუ არა ადამიანს, ან პოლიტიკურ პარტიას დანაშაული ჩადენილი.

2. არის ის ქართულლი ინტერესების მსახური თუ მიაჩერდება რომელიმე ქვეყნის საელჩოს.

თქვენ რა განცხადებებსაც აკეთებთ, იმ ლოგიკას რომ გავყვეთ უსუფაშვილი სირცხვილის წინაშეა?

არა, მე ვფიქრობ რომ ბატონი დავითი შეცდა, როდესაც ასეთი აქცენტი გააკეთა.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088