დოპინგი ტვინისთვის, ანუ როგორ არ "გადავიწვათ" სამსახურში

დოპინგი ტვინისთვის, ანუ როგორ არ "გადავიწვათ" სამსახურში

როგორ არ უნდა "გადაიწვა" სამსახურში და როგორ უნდა გამოიყენო საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი მაქსიმალურად. ამის შესახებ შესაბამისი კვლევის თაობაზე RBC წერს.

ბევრი დავალების ერთდროულად შესრულების რეჟიმში ეფექტიანად მუშაობა, თანაც ისე, რომ არ დაისტრესო, ნებისმიერი თანამედროვე წარმატებული ბიზნესის პირობაა. როგორ უნდა მოიქცე, თუკი მთელი შენი ძალისხმევა ახლა და ამ მომენტშია საჭირო, როდესაც სასწორზე ფული და პრესტიჟი დევს და კარგი ყავაც არ გშველის?

 

ტეანინი - ტვინის ბუნებრივი სტიმულატორი

"ჯადოსნური ელექსირის" შექმნის პრობლემაზე, რომელიც ადამიანის ტვინს მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობაში დაეხმარება, მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ.

იაპონელებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც ქმედითუნარიანობასა და გონებრივ აქტივობას მაღლა წევს, აუმჯობესებს მეხსიერებას და შემოქმედებით ენერგიას იძლევა - ეს არის ამინომჟავა L-ტეანინი. ტეანინი - ეს ტვინისთვის რეალური დოპინგია. იგი მუშაობს, როგორც ტვინის აქტივატორი, თუმცა ამავდროულად არ იწვევს ნერვული სისტემის აშლილობას, პირიქით, სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობს ხელს და საღად აზროვნების საშუალებას გინარჩუნებს.

იაპონელების მიერ ბევრმა ჩატარებულმა კლინიკურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ტეანინი არამხოლოდ ეფექტიანია, არამედ უსაფრთხოცაა: იგი მწვანე ჩაისგან გამოიყვანეს და ქიმიას არ შეიცავს.

 

სწორი დოზირება

გამოკვლევების თანახმად, ტეანინის ოპტიმალური დოზირება, რომელიც ეფექტს იძლევა - არანაკლებ 500 მგ-ია. ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი სულ რაღაც 10-20 მგ ტეანინს შეიცავს. გაცილებით იოლი და ეფექტიანია, ტეანინი მიიღო ისეთი პრეპარატები, რომლებიც ამ ნივთიერებას შეიცავს, მაგალითად, სრულიად საკმარისია დალიო ორი კაფსულა, რათა გაძლიერდეს ამ ნივთიერების მოქმედება.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080