მაკრონის განცხადებით, ტრამპი NATO-ს მოკავშირეებს აშშ-ს ალიანსიდან გასვლით არ დამუქრებია

მაკრონის განცხადებით, ტრამპი NATO-ს მოკავშირეებს აშშ-ს ალიანსიდან გასვლით არ დამუქრებია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი ამერიკელი კოლეგა, დონალდ ტრამპი ალიანსის წევრ ქვეყნებს ნატო-სგან აშშ-ს გასვლით არ დამუქრებია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დახურულ კარს მიღმა დონალდ ტრამპი ალიანსის მოკავშირეებს ნატო-დან გასვლით დაემუქრა, რეალობას არ შეესაბამება.

"არავითარ შემთხვევაში, ორმხრივ ან მრავალმხრივ შეხვედრებზე, მას არ უთქვამს, რომ ნატო-ს დატოვებს", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაბალანსებული და პატივსაცემი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სამიტის წინ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებდა.

"მოლაპარაკებები სხვადასხვა ტონში ჩატარდა. ისინი გულწრფელი იყვნენ, მაგრამ თითი არავის დაუქნევია და უპატივცემულობა არ გამოუმჟღავნებია ", - აღნიშნა მაკრონმა.

მანამდე, სააგენტო Deutsche Presse-Agentur (DPA) წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს დატოვებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი მოკავშირეები თავდაცვით ხარჯებს არ გაზრდიან.

3 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს წერილი მისწერა, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. გერმანიის ლიდერისთვის ანგელა მერკელისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ გერმანიის მიერ, ალიანსის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი თანხა ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და სხვა წევრ ქვეყნებსაც აძლევს საბაბს, არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080