პრეზიდენტი: ოჯახებში "გვეშველება რამეს" კი აღარ კითხულობენ, არამედ "რატომ წავიდა კვირიკაშვილიო"

პრეზიდენტი: ოჯახებში "გვეშველება რამეს" კი აღარ კითხულობენ, არამედ "რატომ წავიდა კვირიკაშვილიო"

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეს შეკითხვა საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უჩნდებათ, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი თავადაც არ იცის.

"შეკითხვები პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით პარტნიორებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც აქვთ.

თუ ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი... არამარტო ახსნა, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი, რომ გავიგოთ... გვყავდა პრემიერმინისტრი, რომელიც, დაახლოებთ ისე გამოჩნდა, რომ თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა. თუმცა, თურმე მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია.

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტიურად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრ რატომ ხდება, რა დააშავა ამ ადამიანმა?

ეს შეკითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში. როცა შედიხარ, ის შეკითხვა კი აღარ ისმის - "გვეშველება რამე", არამედ - "რატომ წავიდა კვირიკაშვილი"... და მე პასუხი არ მაქვს და მეც ეს შეკითხვა არაერთხელ დავსვი..." - აცხადებს მარგველაშვილი.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088