ხვალ, ბათუმის დასაქმების ფორუმი გაიმართება

ხვალ, ბათუმის დასაქმების ფორუმი გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.  

"13 ივლისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ვინდემ ბათუმი Wyndham Batumi (მისამართი: ქ. ბათუმი; მემედ აბაშიძის ქუჩა N33) სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.  დასაქმების ფორუმზე 35-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების,  გაყიდვების,  საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით,  დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, პერსონალურ მობილურ ნომერზე, უკვე გაუგზავნა საინფორმაციო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ბათუმის ფორუმის შესახებ.

სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების დასწრებას. ფორუმის მსვლელობისას მოხდება ყველა იმ მოქალაქის რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე, ვინც ამ დრომდე worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირებულა. 

დღეის მდგომარეობით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი ხორციელდება. მეორე ეტაპი - შემოდგომაზე დაიწყება და დასრულებისთანავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური, მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე თელავშია დაგეგმილი.“- ნათქვამია გავცელებულ ინფორმაციაში.

მამა ილია: სოფელ კარდენახში ხატებს არ ვიცი, რატომ სდის მირონი, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება

მამა ილია: სოფელ კარდენახში ხატებს არ ვიცი, რატომ სდის მირონი, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება

4 საათის წინ

"როდესაც ასეთი რამ ხდება, საზოგადოება თვლის, რომ აუცილებლად სასწაულთან გვაქვს საქმე. მე ვერ გეტყვით, ეს ღვთისგანაა თუ ბოროტისგან. უნდა გამოიკვლიონ, მართლაც ის ნივთიერებაა თუ არა, რაზეც ოჯახი საუბრობს. ამით არ უნდა მოიხიბლო, ჯობია შენში სინანული...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088