პაატა ბურჭულაძე: მე თუ ამას მიშვებიან, საქართველოს უკვე პატრონი აღარ ჰყავს

პაატა ბურჭულაძე: მე თუ ამას მიშვებიან, საქართველოს უკვე პატრონი აღარ ჰყავს

ამის შესახებ ფონდ "იავნანას" და პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში "იავნანას" საქმეზე მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება, რომ შავ ოთახში შავ კატას ეძებენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს. დასდევენ იმ საქმეს რომელიც არ არსებობს. ძალინ სამწუხაროა, წინათ თუ ვთხოვდი, რაც შეიძლევა ჩქარა მორჩენილიყო ეს საქმე. დღეს მე განუცხადე ჩემს პროკურორს და გამომძიებელს, უკვე არ არის საჭირო სიჩქარე, გააკეთეთ ნელა, იმიტომ რომ, რაც შეიძლებ უკვე ავნეთ ფონდს, ავნეთ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ, მავნეთ მე, ისე რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, გინდათ შეწყვიტონ, არ შეწყვიტოთ, ერთ პირობას ვიძლევი... მე თუ ამას მიშვებიან, საქართველოს უკვე პატრონი აღარ ყავს, იმიტომ რომ არავინაა დაცული საქართველოში. 

ვიძლევი პირობას, მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორიო ექსპერტებს ჩამოვიყვან, დავადებინებ დასკვნას და ამ საქმეზე უსამართლობას აღმოვფხვრით", - პაატა ბურჭულაძემ.   

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

10 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080