მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ხვალ გაიმართება

მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ხვალ გაიმართება

პარლამენტში, ხვალ კომიტეტების სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატებს, საკომიტეტო სხდომების დასრულების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფები მოუსმენენ, "საქართველოს პატრიოტები", "ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო უცირესობა და საპარლამენტო უმრავლესობა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მცირე მთავრობაში 3 ახალი სახე იქნება, სხვა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა თანამდებობებს შინარჩუნეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრა – მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართელოს მთავრობას 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

ცვლილებამდე საქართველოს 14 მინისტრთა კაბინეტი ჰქონდა, თუმცა, ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.

 

 

 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080