ნატო-მ და მაკედონიამ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ნატო-მ და მაკედონიამ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მაკედონიის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მაკედონიის ალიანსში მოწვევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ნატო-ს კარი ღიაა".
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმება რესპუბლიკის სახელით შეცვლის შესახებ, რეალური გარღვევა იყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგმა მაკედონიის მთავრობას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის მიიწვია.

მისი თქმით, მაკედონიას ნატოში გაწევრიანება მას შემდეგ შეეძლება, რაც სახელის გადარქმევის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა. როგორც სტოლტენბერგმა განმარტა, თუ მაკედონია საბერძნეთთან სახელწოდების თაობაზე არსებულ უთანხმოებას მოაგვარებს, შესაძლოა ნატო-ს წევრი გახდეს. 

6 ივლისს, მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე პრეზიდენტ გეორგ ივანოვის ვეტო დაძლია. 5 ივლისს გამართულ კენჭისყრაში გადაწყვეტილებას მხარი 120 დეპუტატიდან 69-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ სახელი უნდა გადაირქვას და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდოს.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს პრეზიდენტმა გეორგ ივანოვმა საბერძნეთთან სახელის გადარქმევის შესახებ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მან განმარტა, რომ ასეთი ნაბიჯი მაკედონიელების ეროვნულ იდენტობას ზიანს აყენებს.

საბერძნეთი ამტკიცებდა, რომ მაკედონიას მიენიჭება ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინციების სახელი, რაც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დიალოგს ხელს შეუშლის.
17 ივნისს საბერძნეთისა და მაკედონიის მთავრობები ბალკანეთის ქვეყნისთვის ახალი სახელის დარქმევაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მაკედონიელებმა ქუჩებში საპროტესტო აქციები გამართეს. 20 ივნისს მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ისრაელი, რუსული "Ил-20"-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს

ისრაელი, რუსული "Ил-20"-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს

9 საათის წინ

"ისრაელი, მომხდარზე მთელს პასუხისმგებლობას, რომლის შედეგადაც რუსი სამხედოები დაიღუპნენ, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში. რუსული სამხედრო თვითმფრინავი "Ил-20", რომელიც...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088