შავგულიძე:პრეზიდენტი აგვიანებს,2020 წელს პროდასავლურ პარტიათა ერთობა,ან კოორდინაცია მოხდება

შავგულიძე:პრეზიდენტი აგვიანებს,2020 წელს პროდასავლურ პარტიათა ერთობა,ან კოორდინაცია მოხდება

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას აგვიანებს, - აპირებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და სწორედ ამით იყო განპირობებული დავით უსუფაშვილის ღია წერილია.

შალვა შავგულიძე „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2020 წელს პროდასავლური პარტიების გაერთიანება თუ არა კოორდინაცია მაინც მოხდება.

შალვა შავგულიძე: ეს არ არის ახალი თემა და ახალი საკითხი. კონკრეტულად „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ საჭიროა პროდასავლური ძალების გარკვეული კოორდინაცია. რა თქმა უნდა მთავარი ამოცანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. იქამდეც გახსნილები ვართ თემატური თანამშრომლობისთვის. კონკრეტულად ჩვენი ინიციატივა იყო ანტიოკუპაციის კანონპროექტის პაკეტის შემუშავება. ამ პროცესში ჩართვა შევთავაზეთ სხვა ოპოზიციურ ძალებს. ერთობლივი მუშაობით დავასრულეთ  მასზე მუშაობა და მზად გვაქვს ეს კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ პარლამენტში და სხვა თანამშრომლობა.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ღია წერილს, ალბათ ეს განაპირობა იმან, რომ პრეზიდენტი აგვიანებს პოზიციის გამოხატვას. პროდასავლური ძალები ერთ-ერთ მოთამაშედ ამ კოორდინაციაში საქართველოს პრეზიდენტსაც აღვიქვამთ. თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში არ ვიცით, აპირებს ის პრეზიდენტად კენჭისყრას  თუ არა.

ვიმეორებ, ეს არ არის ახალი საკითხი. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია. 2020 წელს პროდასავლური ძალების ერთიანობა, კოორდინაცია მაინც აუცილებელია და მოხდება. თუმცა, რა ხარისხში იქნება ეს კოორდინაცია, კოალიციის სახით თუ რაღაც სხვა, ამას ის რეალობა გვაჩვენებს, რის წინაშეც 2 წლის შემდეგ დავდგებით.

უსუფაშვილთან კომუნიკაცია გაქვთ?

მასთან გვაქვს კომუნიკაცია. იგივე ანტიოკუპაციის კანონპროექტთან დაკავშირებით მასაც შევთავაზეთ და ჩართული იყო. სხდომებშიც მიიღო მონაწილეობა. უშუალოდ ამ წერილის შედგენასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არ გვქონია საუბარი, ეს მისი მიმართვაა.

თქვენც ასე ფიქრობთ, რომ პროდასავლურ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა იყოს? უსუფაშვილის წერილში ხაზი იყო ამაზე გასმული...

ასე ხაზგასმით, რომ რომელიმე პროდასავლური ძალა არ უნდა იყოს არც ამ წერილში ვხედავ ნათქვამს.

როგორ არა, ერთ-ერთ მთავარ გზავნილს შორის ნათქვამი  იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას არყევსო...

ეს არის სიტუაციის შეფასება, მაგრამ ის, რომ რომელიღაცა ძალა არ უნდა იყოს მეორესთან კოორდინაციაში, ეს ასე არაა. მე ვიცი, რომ 2020 წლისთვის ძირითადი წყალგამყოფი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში იქნება პროდასავლური და პრორუსულ ორიენტაციას შორის. ბუნებრივია, პოლიტიკური სპექტრიც ასე გაიყოფა და ელექტორატიც. იმედი მაქვს საღი აზრი გაიმარჯვებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრორუსული ორიენტაციის ძალებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება უნდა აეკრძალოს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კეთილი მომავლისთვის სჯობს, რომ მათ არ გაიმარჯვონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ რუსეთის მიერ ვართ ოკუპირებული. ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ უკუპანტის სასარგებლოდ იფიქრო და იაზროვნო, რომ ოკუპანტთან ურთიერთობა სჯობია მოკავშირესთან ურთიერთობას, ვინც ხელს გიწვდის. არ უნდა ბევრი ფილოსოფია, რომ ყველა ჩვენთაგანის ვალია ოკუპაციას შევეწინააღმდეგოთ ამ გზით, რომ პროდასავლური გზით ვიაროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში რჩება შანსი, რომ წართმეული ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088