სოფელ კარდენახში კოტე აფხაზის სასახლე განადგურების პირასაა

სოფელ კარდენახში კოტე აფხაზის სასახლე განადგურების პირასაა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე გენერლისა და საზოგადო მოღვაწის,კოტე აფხაზის სასახლე განადგურების პირასაა.

მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიანიჭა, თუმცა მ რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კოტე აფხაზის სასახლის რეაბილიტაცია უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში განსაზღვრული არ არის და პრიორიტეტული ჯერ სხვა ძეგლებია.

"მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, უახლოესი წლების განმავლობაში, აღნიშნული სასახლე სახელმწიფოს პრიორიტეტულ ძეგლებს შორის ვერ მოხვდება. ის ბიუჯეტი, რომელიც სარეაბილიტაციოდაა განსაზღვრული, გაწერილია გაცილებით უფრო პრიორიტეტულ ძეგლებზე. აქვე განვმარტავ, რომ სახელმწიფო მუშაობს სასახლის სარეაბილიტაციოდ მოიძიოს სათანადო ინვესტორი და შეთანხმების საფუძველზე მასთან ხელშეკრულება გააფორმოს. კოტე აფხაზის სასახლე დღემდე კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. ისიც ვალდებულია ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე იზრუნოს. კანონის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, გამონახონ მცირედი თანხა ძეგლის გაუარესების პროცესის შესაჩერებლად.“ - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოეაბასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ. 

კოტე აფხაზის სასახლის განადგურების პროცესის შესაჩერებლად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი აცხადებს, თვითმმართველობა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე მესაკუთრესთან კოორდინაციის გარეშე ვერ იზრუნებს.

"კოტე აფხაზის სასახლე კერძო საკუთრებაშია და მუნიციპალიტეტი ამ საკითხში თვითნებურად ვერ ჩაერევა. ეს ყველაფერი ერთობლივი კოორდინაციით უნდა მოხდეს, რაც დროსთანაა დაკავშირებული.

მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მუნიციპალიტეტს უფლება, რაღაც ზომები გაატაროს. თუ მესაკუთრეს სურვილი აქვს, რომ მუნიციპალიტეტს გადასცეს სასახლე, ამ შემთხვევაში უკვე თვითმმართველობა მეტად უფლებამოსილი გახდება და შეეძლება გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს .“- აცხადებს ცისკარაშვილი.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

7 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080