ნაგოია ბაშოს ლიდერები ხუთი დღის თავზე

ნაგოია ბაშოს ლიდერები ხუთი დღის თავზე

დასრულდა ნაგოია ბაშოს მეხუთე დღის შეხვედრები. 

ბაშოს შემორჩენილმა ერთადერთმა იოკუძუნამ, მონღოლმა კაკარიუმ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ამჯერად გუშინ ლევანთან დამარცხებული აბისგან, ხოლო ლევანმა, როგორც აიპრესი უკვე წერდა, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. იაპონური პრესა უმალ გამოეხმაურა ამ ფაქტს. აღნიშნავენ, რომ კაკარიუს გაუჭირდება თავისი ამოცანის, პირველად კარიერის მანძილზე ზედიზედ მესამედ იმპერატორის თასის მოგება, ხოლო ლევანი, ბრწყინვალე ფორმაშია და კოტოშოგიკუს მიერ მისი მარცხენა ხელის დაბლოკვის მიუხედავად, მარჯვენა ხელის მავაშიში ჩავლების შემდეგაც შეუჩერებელია.

ბაშოს მესამედი განვლილია და სუმოისტები მათ მიერ მოპოვებული თეთრი ბურთულების (გამარჯვებების) მიხედვით ასე არიან განლაგებულები;

1-2. ტოჩინოშინი (ოძეკი, საქართველო) - 5;
1-2. მიტაკეუმი (სეკივაკე, იაპონია) - 5;
3-9. ტაკაიაში (ოძეკი, იაპონია) - 4;
3-9. კაისეი (მე-4 მაეგაშირა, ბრაზილია) - 4;
3-9. ენდო (მე-6 მაეგაშირა, იაპონია) - 4;
3-9. ჩიიოტაირიუ (მე-6 მაეგაშირა, იაპონია) -4;
3-9. მიოგირიუ (მე-9 მაეგაშირა, იაპონია) - 4;
3-9. ტოჩიოზანი (ლევან გორგაძის თანაკლუბელი, მე-13 მაეგაშირა, იაპონია) -4;
3-9. ასანოიამა (მე-13 მაეგაშირა, იაპონია) - 4;
მათ შემდეგ განლაგებულ 12 სუმოისტს თითოეულს 3 თეთრი ბურთულა დაუგროვდა 2 შავი ბურთულის წილს და მათ შორის არიან მონღოლი იოკუძუნა კაკარიუ და იაპონელი ოძეკი გოიედო.

ხუთი დღის ასპარეზობის შემდეგ სუმოისტთა მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით(საპრიზო თანხის ოდენობა ყოველი ორთაბრძოლის წინ სპონსორის მიერ, მისი შეხედულებისამებრ დგინდება) ლიდერობას, ზედიზედ ორი დამარცხების მიუხედავად, კაკარიუ ინარჩუნებს, მას 65 კენშო (კენშო 62 000 იენია, 100 იენი=2,1941 ლარს, უშუალოდ სუმოისტს 56 700 იენი ერგება, დანარჩენი 5300 იენს კი სუმოს ფედერაცია იყენებს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად) აქვს. მეორე ადგილზე ლევანია 63 კენშოთი, მათ მოსდევენ ჰაკუჰო - 53 კენშო, ტაკაიაში - 47 კენშო და მიტაკეუმი - 42 კენშო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

7 საათის წინ

გარდა ერთეულთა თანრიგისა, ქართველი ჩოგბურთელი წარმატებულად გამოვიდა წყვილთა თანრიგში, სადაც, მისი და რადუ ალბოტის ტანდემმა,  უგო ჰუმბერტის და ჟო ვილფრიდ ცონგას დუეტი 7:5, 4:6, 8:10 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შემდეგ ეტაპზე...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088