სტოლტენბერგი: მსოფლიო და ცივმა ომმა დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე

სტოლტენბერგი: მსოფლიო და ცივმა ომმა დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ორმა მსოფლიო და ცივმა ომმა დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის თაობაზე. მისი თქმით, ეს ალიანსს გააძლიერებს.

"მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, ბევრ რამეს გავაკეთებთ ჩვენივე უსაფრთხოებისათვის", - დასძინა მან.

მანამდე, სააგენტო Deutsche Presse-Agentur (DPA) წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს დატოვებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი მოკავშირეები თავდაცვით ხარჯებს არ გაზრდიან.

3 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს წერილი მისწერა, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. გერმანიის ლიდერისთვის ანგელა მერკელისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ გერმანიის მიერ, ალიანსის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი თანხა ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და სხვა წევრ ქვეყნებსაც აძლევს საბაბს, არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193