ბათუმში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი-"ბათუმის მერიის თასი" გაიმართა

ბათუმში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი-"ბათუმის მერიის თასი" გაიმართა

ფესტივალი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის, საჭადრაკო სკოლა "ნონას“ და ბათუმის მერიიის ორგანიზებით ჩატარდა.

საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა ორმოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
სიღნაღელი მოჭადრაკე ივანე სიფრაშვილი ქალაქ ბათუმის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ვერცხლის მედალი და თასი მოიპოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა ივანე სიფრაშვილს ტურნირში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ივანე სიფრაშვილი ქალაქ სიღნაღის პოლგარის და აზმაიფარაშვილის სახელობის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელი და დამსახურებული მწვრთვნელ-მასწავლებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მამა ილია: სოფელ კარდენახში ხატებს არ ვიცი, რატომ სდის მირონი, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება

მამა ილია: სოფელ კარდენახში ხატებს არ ვიცი, რატომ სდის მირონი, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება

4 საათის წინ

"როდესაც ასეთი რამ ხდება, საზოგადოება თვლის, რომ აუცილებლად სასწაულთან გვაქვს საქმე. მე ვერ გეტყვით, ეს ღვთისგანაა თუ ბოროტისგან. უნდა გამოიკვლიონ, მართლაც ის ნივთიერებაა თუ არა, რაზეც ოჯახი საუბრობს. ამით არ უნდა მოიხიბლო, ჯობია შენში სინანული...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088