დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის თვითმფრინავი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა. დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოთხი დღე დარჩება, საიდანაც  ჰელსინკში გაემგზავრება. ფინეთის დედაქალაქში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტი დონალდ ტრამპისთვის ამერიკის პრეზიდენტის რანგში პირველი იქნება.

სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპი ვიზიტის ფარგლებში ბლენჰეიმის სასახლეს მოინახულებს, სადაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი დაიბადა და გაიზარდა.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

9 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080