ნინო ბურჯანაძე: დღეს საქართველოსთვის არავის შეუძლია იმდენი საქმის კეთება, რამდენიც მე!

ნინო ბურჯანაძე: დღეს საქართველოსთვის არავის შეუძლია იმდენი საქმის კეთება, რამდენიც მე!

  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი შანსი მისი ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან დღესდღეობით არავის შეუძლია ქვეყნისთვის იმდენი საქმის კეთება, რამდენიც მას.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა „აიპრესთან“ ისაუბრა. ამის მიუხედავად ბურჯანაძე მზადყოფნას გამოთქვამს კანდიდატურა მოხსნას, თუ ოპოზიცია უკეთეს კანდიდატურაზე შეთანხმდება.

„რა თქმა უნდა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით ვმუშაობ. უფრო მეტიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი შანსი დღეს საქართველოსთვის არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. არავინ არ არის საქართველოში, ვისაც შეუძლია ქვეყნისთვის ჩემდენი გააკეთოს დღევანდელ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მე განვაცხადე, რომ მზად ვარ უარი ვთქვა კენჭისყრაზე, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდება. რა თქმა უნდა ამ ერთიან კანდიდატურაში არავითარ შემთხვევაში არ მიგულისხმია „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ფრთის კანდიდატურა. თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თუნდაც ერთი კომპონენტით უკეთეს კანდიდატურას მოძებნის, ვიდრე მე ვარ, მზად ვარ კენჭისყრაზე უარი განვაცხადო და მხარი დავუჭირო ასეთ კანდიდატურას", - გვითხრა ნინო ბურჯანაძემ.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080