შავგულიძე: ირაკლი ალასანიას მოსაზრება ამის შესახებ ჯერ არც ერთი ჩვენგანისთვის უთქვამს

შავგულიძე: ირაკლი ალასანიას მოსაზრება ამის შესახებ ჯერ არც ერთი ჩვენგანისთვის უთქვამს

  „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით სიახლე არაა და ამ თემაზე მოსაზრებას მას პარტიის წევრებისთვის არ უთქვამს.

ასე უპასუხა პოლიტიკოსმა „აიპრესის“ კითხვას: - თქვენი პარტიის ყოფილ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან ხომ არ გქონიათ ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ხომ არ აპირებს დაბრუნებას და პოლიტიკურ ველში ჩართვას? რაზეც შავგულიძის პასუხი ასეთია.

"სიმართლე გითხრათ ამ მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის. გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს. როდესაც თბილისში ჩამოდის გვეხმიანება, ვნახულობთ ხოლმე ერთმანეთს. პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჯერ მას არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და არა თუ განცხადება არ გაუკეთებია, არამედ არცერთი ჩვენგანისთვის ეს მოსაზრება არ უთქვამს. ამ ეტაპზე ეს სიტუაცია გვაქვს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088