დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი დაასახელა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი დაასახელა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკში თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრისას ბევრს არ მოელის, თუმცა მიიჩნევს, ეს თავისუფალი ფორმატის შეხვედრა იქნება. დონალდ ტრამპის ვარაუდით, მომავალში ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება.

"დიდი დრო არ გავა და ვნახავთ, რაც მას მოჰყვება. ეს შეიძლება იყოს ნაყოფიერი, მართლაც ნაყოფიერი შეხვედრა. იქნებ ასეც არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხისთვის მართლაც შესანიშნავია ", - განაცხადა ტრამპმა ბრიუსელში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფინელი ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ფინეთის დედაქალაქში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის საბოლოო მიზანი, ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ რთულია საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი.
„მოდი შევხედოთ. არ არსებობს ბირთვული იარაღი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ეს შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი, არა?! არა ომები, პრობლემები, კონფლიქტები. მოდით მოვძებნოთ წამალი",-განაცხადა ტრამპმა.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

9 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080