დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი კონკურენტია

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი კონკურენტია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე იმყოფება, განაცხადა, რომ ის თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მტრად არ მიიჩნევს. 

"პუტინი კონკურენტია,"-აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

„არიან ისეთებიც, ვინც მეკითხება, ის შენი მტერია? ის ჩემი მტერი არ არის. ის შენი მეგობარია? არა, მე მას კარგად არ ვიცნობ. მაგრამ რამდენჯერმე შევხვდი და ძალიან კარგად გავუგეთ. ვიმედოვნებ, რომ კარგი ურთიერთობა გვექნება, მაგრამ საბოლოოდ ის კონკურენტია. ის წარმოადგენს რუსეთს და მე შეერთებულ შტატებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენტები ვართ. ეს არ არის მეგობრობის ან მტრობის საკითხი. შესაძლოა, ის ჩემი მეგობარი გახდეს, მაგრამ არ ვიცი“,-განაცხადა ტრამპმა. 

დონალდ ტრამპსა და ვალდიმერ პუტინს შორის შეხვედრა 16 ივლისს, ჰელსინკში იგეგმება. ეს მსოფლიო ლიდერებს შორის მესამე შეხვედრა იქნება. მანამდე ისინი ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. კერძოდ, გასული წლის ივლისში ჰამბურგში და შემოდგომაზე, ვიეტნამში გამართულ სამიტზე.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

9 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080