ექიმი: ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებული პაციენტი თბილისში გადაგვყავს

ექიმი: ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებული პაციენტი თბილისში გადაგვყავს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულო ერთ-ერთი მესაზღვრე თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყავთ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა განუცხადა.ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ყამბარაშვილის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც რეანომობილით მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

"ერთი პაციენტი გადაგვყავს ღუდუშაურში ,მას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და გეგმიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.მინდა ვთქვა, რომ ეს ხდება პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე.მან მოითხივა რომ თბილისში მომხდარიყო მისი გადაყვანა. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილეველია."- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თელავში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა - 2 ადამიანი დაშავდა

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

7 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080