ბურჯანაძე: "თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

ბურჯანაძე: "თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველივე ტურში ერთიანი კანდიდატით გამოვიდეს არჩევნებზე.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ისაუბრა, რომელიც „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ არ გამოვრიცხავს, ივანიშვილთან გარიგების სცენარში ბოკერიას "ნაცმოძრაობაც" ჩაჰყვა.

„რეალურმა ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროს ამ გარიგებას მხარი. მე დღეს დავინახე ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტიებიდან პირდაპირ განაცხადეს, რომ ასეთ გარიგებას მხარს დაუჭერენ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რომელ პარტიას გულიხმობს პასუხობს, რომ მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატებს“.

„თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ შორის, როდესაც პიკში იყო ეს პარტია და მესიას ელოდებოდა დაბრმავებული ქართველი ხალხი. მაშინაც თანამშრომლობდნენ „ნაცმოძრაობასთან“ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში როგორ შეიძლება ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაზე ლაპარაკობდეს?! ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს პირველივე ტურში და ეს კანდიდატი დაუპირისპიროს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. ამით უზრუნველყოს მეორე ტურის არსებობა და ასეთ შემთხვევაში მართლა იქნება შანსი იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი დამარცხდეს. ნებისმიერი მოწოდებები, რომ ოპოზიციას ჰყავდეს რაც შეიძლება ბევრი კანდიდატი პირველ ტურში, ეს ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთებაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080