ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ

ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ

ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თემთა პალატის მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობის განვითარებას და მხარს უჭერენ ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ბრიტანელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო და დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერას ადასტურებენ.

განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. „თემთა პალატა საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს; პარლამენტარები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას;

მხარს უჭერენ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობის გაღრმავებას; ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; აღნიშნავენ დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების, კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს; გამოხატავენ შეშფოთებას, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და აღნიშნავენ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუარესებას;

პარლამენტარები რეკომენდაციას იძლევიან, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ერთობლივი ძალისხმევით და ევროპული ერთიანობითა და სოლიდარობით, ხელი შეუწყონ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და თემთა პალატის წევრები აწერენ.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით (Motion).

კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის  საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

9 წუთის წინ

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.  ყურადღება გამახვილდა  საქართველოსა და ბელარუსს შორის მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273