დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN საკუთარ "ტვიტერზე" ავრცელებს.  

"ვიმედოვნებ, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას შევძლებთ. სავარაუდოდ, ჩვენ ამას შევძლებთ",-აღნიშნა ტრამპმა.  

დონალდ ტრამპმა ასევე აშშ-სა და ნატო-ს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი "უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ორი დღის წინ იყო."
მან დასძინა, რომ შესაძლებლობების მიუხედავად, ქვეყანა ორგანიზაციის დატოვებას არ გეგმავს. 

მანამდე, სააგენტო Deutsche Presse-Agentur (DPA) წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს დატოვებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი მოკავშირეები თავდაცვით ხარჯებს არ გაზრდიან. 

3 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს წერილი მისწერა, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. გერმანიის ლიდერისთვის ანგელა მერკელისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ გერმანიის მიერ, ალიანსის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი თანხა ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და სხვა წევრ ქვეყნებსაც აძლევს საბაბს, არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080