ფანკლუბის პრეზიდენტი: გვინდა თითო სოცდაუცველი ბავშვი იუვენტუსის კემპში უფასოდ ჩავრთოთ

ფანკლუბის პრეზიდენტი: გვინდა თითო სოცდაუცველი ბავშვი იუვენტუსის კემპში უფასოდ ჩავრთოთ

იუვენტუსი ფანკლუბის პრეზიდენტი ლევან ბეგლარიშვილი აცხადებს, რომ სურთ 12 რეგიონული ფედერაციიდან თითო-თითო სოციალურად დაუცველი ბავშვი შეირჩეს, რომლებიც სპორტულ სესიაში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ლევან ბეგლარიშვილმა "აიპრესთან" ისაუბრა. იუვენტუსის ქართული ფანკლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ე.წ. კემპი ყოველწლიურად გაიმართება და სესიის ბოლოს სერტიფიკატებიც გაიცემა

"საქართველოში იუვენტუსის ოფიციალური კემპი (იგივე საწვრთნელი ბანაკი) იქნება 5 დღიანი, სადაც 7-დან 16 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს საშუალება ექნებათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის სპორტულ სესიაში მონაწილეობა. იტალიიდან იუვენტუსის 3 მწვრთნელი ჩამოდის და უშუალოდ ისინი ჩაატარებენ ვარჯიშებს, დღეში ორჯერადი ვარჯიშები იქნება. დღეს ჩამოსულია ნიკოლო, იუვენტუსის წარმომადგენელი, რათა ადგილზე გაეცნონ ლოკაციებს, პიროვნებებს ვისთანაც საქმე ექნებათ. ეს იმისთვის, რომ დარწმუნდნენ რომ არ აქვთ საქმე რასისტებთან, ჰომოფობებთან და ა. შ. ასეთ რაღაცებს ყურადღებას აქცევენ. 

ახლა საორგანიზაციო საკითხებში ვართ ჩართული. ფეხბურთის განვითარების ფონდი გვეხმარება. გვინდა, რომ რეგიონული ფედერაციებიდან თითო სოციალურად დაუცველი ბავშვი აარჩიონ, რომელთაც უფასოდ ვავარჯიშებთ. ისე რა ეღირება ჯერ არ ვიცით. რაც იქნება ღირებულება ამაში შევა კვებაც, ტრანსპორტირებაც და ბოლოს სერტიფიკატებიც გაიცემა. ეს სპორტული სესია ყოველწლიური იქნება და წელიწადში ერთხელ ჩატარდება", - გვითხრა ლევან ბეგლარიშვილმა.

შეგახსენებთ, იუვენტუსის მწვრთნელები ქართველ ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ. პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

11 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172