სტოლტენბერგი: ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

სტოლტენბერგი: ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი დამატებითი სტიმულია თავდაცვის სფეროში თქვენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისთვის. მოხარული ვართ, ნატო-ს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნით და ველით მომავალი წლისთვის დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებს. მივესალმები თქვენ წვლილს შავი ზღვის აუზში სტაბილურობის მისაღწევად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ურთიერთობა ნატო-სა და საქართველოს შორის დღეს უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა",-აცხადებს სტოლტენბერგი.    

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080