იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს საქართველოსთან კავშირი უნიკალური ურთიერთობის მაგალითია

იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს საქართველოსთან კავშირი უნიკალური ურთიერთობის მაგალითია

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის წევრი ქვენების ლიდერებმა,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

"მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა თქვენი აქ მიღების და იმის, რომ სამიტზე შემოგვიერთდით. უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ნატო-ს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდა. ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან გახლავთ უნიკალური ურთიერთობის მაგალითი.  მადლიერი ვართ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გაიღო საერთო უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის წევრი ქვენების ლიდერებმა. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას, რათა ალიანსის ევრობისთვის მოგამზადოთ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ეს პროცესი",-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080