უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ კიევი ეროვნული უმცირესობების მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის,-ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. 

მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლებას უკრაინის პოლიტიკაში ანტი-უნგრული ტენდენციები აღიზიანებს და უკრაინელებისგან საკუთარ ხალხს დაიცავს, სანამ კიევი მათ გარანტიებს არ მისცემს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალიზმი და ექსტრემიზმი დაუშვებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
5 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს. "ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინელმა ხალხმა ნათლად გადაწყვიტა მათი მომავალი - ევროპის ქვეყნების წრეში", - წერდა ის Twitter- ზე.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

10 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080