პორნომსახიობი, რომელმაც დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა, დააკავეს

პორნომსახიობი, რომელმაც დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა, დააკავეს

პორნომსახიობი სტეფანი კლიფორდი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით სტორმი დენიელსი, ოჰაიოს შტატში სტრიპტიზ კლუბში გამოსვლისას დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი მაიკლ ავენატი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. 

"კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი) პროგრამის დროს ჩემი კლიენტის, სტორმი დენიელსის დაკავების შესახებ შეტყობინება მივიღე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. იგი აცხადებს, რომ "ყალბი ბრალდების" წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს .
ამა წლის მარტში, კლიფორდმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა. მსახიობის საჩივარი ამერიკის ლიდერთან ინტიმური კავშირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას უკავშირდება. კერძოდ, პორნომსახიობის ადვოკატის განცხადებით, კლიფორდს ამერიკის ლიდერთან სექსუალური კავშირი აკავშირებდა, რომელიც 2006 წლის ზაფხულიდან გრძელდებოდა.

ადვოკატის თქმით, შემდეგ ისინი ერთმანეთს ტბაზე და ბევერლი ჰილზზე მდებარე სასტუმროში შეხვდნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა კლიფორდს 130,000 დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალურ კავშირის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო. 

კურტ ვოლკერი:  აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

5 წუთის წინ

"ამ დეკლარაციით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას", - ციტირებს კურტ ვოლკერის სიტყვებს პრესსამსახური. ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ეს დეკლარაცია ისეთივე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273