რუსეთში ბრიტანელი გულშემატკივარი გაუჩინარდა

რუსეთში ბრიტანელი გულშემატკივარი გაუჩინარდა

რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ბრიტანელი გულშემატკივარი გაქრა, რომელმაც თავის ნათესავებთან ბოლოს კონტაქტი 6 ივლისს დაამყარა. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მისი ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

რუსეთში, ბრიტანელი დუგლას მორტონის კვალი დაიკარა. ის აქ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების სანახავად ჩამოვიდა, მან 6 ივლისს ნათესავებთან კონტაქტი შეწყვიტა, ის სოციალურ გვერდშიც აქტიურად წერდა, თუმცა ამის შემდეგ აღარც სოციალურ ქსელში გამოჩენილა.

ამ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს და იუწყება, რომ მორტონის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ბრიტანეთის საელჩოს წარმმადგენლებმა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ, მაგრამ მაინც ცდილობენ რუსეთის ხელისუფლებასთან იურთიერთონ მომხდარის გასარკვევად.

მორტონო ბოლოს სამარაში დაფიქსირდა, 7 ივლისს, სადაც ინგლისისა და შვედეთის ნაკრები გუნდები თამაშობდნენ. "როიტერის" წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ მორტონი რუსეთის დედაქალაქში აპირებდა დაბრუნებას და აქვე დაფიქსირდა მისი საკრედიტო ბარათის ბოლო გამოყენების ფაქტიც. სააგენტო ბრიტანეთის მოქალაქის გაუჩინარების დეტალებზე ინფორმაციას არ იძლევა.

დუგლას მორტონი, ნათესავების ინფორმაციით 1, 67 სანტიმეტრისაა, საუბრობს ბრისტოლის აქცენტით, ატარებს სათვალეებს და იშვიათად იხსნის.

რუსული გამოცემა "ინტერფაქსის" ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამარის მთავარმა სამმართველომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

7 საათის წინ

გარდა ერთეულთა თანრიგისა, ქართველი ჩოგბურთელი წარმატებულად გამოვიდა წყვილთა თანრიგში, სადაც, მისი და რადუ ალბოტის ტანდემმა,  უგო ჰუმბერტის და ჟო ვილფრიდ ცონგას დუეტი 7:5, 4:6, 8:10 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შემდეგ ეტაპზე...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088