დედოფლისწყაროში ცოფის რვა შემთხვევა დაფიქსირდა

დედოფლისწყაროში ცოფის რვა შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელთან შედარებით, წელს დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევებმა იმატა. ინფორმაცია ,,აიპრესს,, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ადამიანში ცოფის არსებობის შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა,თუმცა ხშირია დაავადების დადასტურების შემთხვევები ცხოველებში, მათ შორის მგლებში,ძაღლებსა და ძროხებში.  

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ რაიონში,ადამიანში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მით უმეტეს, არ ყოფილა ლეტალური შემთხვევები. მაგრამ წინა წელთან შედარებით აშკარაა მატება. ცოფი შეგვხვდა ძროხების, მგლის, ძაღლების შემთხვევებში,ასევე დაკბენილ ღორსაც აღმოაჩნდა, საიდანაც შემხებლობაში მყოფ ადამიანებზე მარტივად გავრცელდა.

თუმცა არცერთი შემთხვევა არ გართულებულა.ვინაიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვეტერინარულ სამსახურთან, თითოეული შემთხვევის გამოვლენის ადგილს დეტალურად ვსწავლობთ, ასევე ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან.გვავქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და ხდება დროული აცრა. იმატა მოსახლეობის მომართვიანობამაც,რაც რაღა თქმა უნდა,დადებითი ტენდენციაა"- განუცხადა ,,აიპრესს,, ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა.

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

18 წუთის წინ

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273