კახიშვილი: მადლობა მსჯავრდებულებს,მათი ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება

კახიშვილი: მადლობა მსჯავრდებულებს,მათი ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება

"ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კახიშვილი მადლობას უხდის თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის. 

ყოფილი მინისტრი ასევე მადლობას უხდის მსჯავრდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც, კახიშვილის თქმით, შეუძლებელი იქნებოდა რეფორმების გატარება. 

"მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. 

მადლობა მინდა გადავუხადო, მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.
დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში. დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის", - აცხადებს კახა კახიშვილი. 

ცნობისთვის, კახა კახიშვილი დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაასახელა. 

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

11 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080