იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია

იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია. როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე განაცხადა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კვლავ რთული ვითარებაა და ამის ერთ-ერთი გზა მინსკის შეთანხმების შესრულებაა. 

"ნატო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია. ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია პრობლემატური რჩება. ყოველდღურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ადამიანის უფლებები. მინსკის შეთანხმება რჩება ერთ-ერთ გზად მშვიდობისთვის, რუსეთს კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს მებრძოლების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080