ლევან გორგაძის მეხუთე გამარჯვება (ვიდეო)

ლევან გორგაძის მეხუთე გამარჯვება (ვიდეო)

ნაგოა ბაშოს მეხუთე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოგიკუ (სიმაღლე180 სმ, წონა 178კგ) იქნება. მასთან ლევანს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს - 8:24, თუმცა წელს გამართულ სამივე შეხვედრაში გამარჯვება აქვს მოპოვებული.  

ლევანის დოჰიოზე გამოსვლამდე ბაშოზე მისებრ დაუმარცხებლად მოასპარეზე მონღოლმა სეკივაკემ მიტაკეუმმა იაპონელი კომოსუბი შოჰოზანი დაამარცხა და 5 თეთრი ბურთულით (სუმოელთა გამარჯვების სიმბოლო თეთრი, ხოლო დამარცხების კი შავი ბურთულაა) გალიდერდა.

დღევანდელ შეხვედრაში ლევანმა კოტოშოგიკუს მედგარი წინააღმდეგობა დასძლია და 5 მოგებით კვლავ ლიდერობს მიტაკეუმთან ერთად

ხვალ ტოჩინოშინი შეხვდება კომოსუბს მონღოლეთიდან, ტამავაშის (სიმაღლე 188სმ, წონა 174კგ) შეხვდება. დღემდე მათ შორის გამართულ შეხვედრებში უპირატესობა ლევანის მხარესაა - 15-7, ამასთან 2015 წლიდან მოყოლებული ლევანმა რვაჯერ, მათ შორის, ორჯერ წელს, გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის მარტში, როდესაც ლევანი საკმაოდ მძიმედ ტრავმირებული ასპარეზობდა, დამარცხდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

5 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080