ბაზალეთის ტბაზე ბრაკონიერებულად დაჭერილი თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს

ბაზალეთის ტბაზე ბრაკონიერებულად დაჭერილი თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად,
ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8
ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მასშტაბით, როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის
დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

19 წუთის წინ

ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს მუსლიმი...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176