აშშ-ის კონგრესმა, რუსეთის აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესმა, რუსეთის აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და NATO-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

რეზოლუცია მხარს უჭერს და ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების მოსახლეობების დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამ ქვეყნებს შორის კი არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველოც.

"კერძოდ, დოკუმენტში გაკრიტიკებულია რუსეთის მიერ ჰელსინკის პრინციპების დაუფარავი, მასშტაბური დარღვევები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეზოლუცია აგრეთვე მხარს უჭერს აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მცდელობას უკავშირდება.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაგრძელდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებას ავალდებულებს.

ისრაელი, რუსული "Ил-20"-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს

ისრაელი, რუსული "Ил-20"-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს

8 საათის წინ

"ისრაელი, მომხდარზე მთელს პასუხისმგებლობას, რომლის შედეგადაც რუსი სამხედოები დაიღუპნენ, ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში. რუსული სამხედრო თვითმფრინავი "Ил-20", რომელიც...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088