გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს: ჩვენ თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გარანტორი ვართ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს: ჩვენ თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გარანტორი ვართ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, მისი „ქვეყანა არც რუსეთის და არც ამერიკის მძევალი არ არის“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

„ჩვენ თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გარანტორი ვართ და ეს უცვლელი რჩება ", - დასძინა მინისტრმა.
მანამდე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც „გერმანიას რუსეთის მძევალი“ უწოდა. მერკელმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთიანი ქვეყანა თავისი პოლიტიკით დამოუკიდებელია. 

"მე გერმანიის ნაწილი ვიყავი, როდესაც ის საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ იმყოფებოდა", - განაცხადა მერკელმა.
"და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ თავისუფალი და ერთიანი ვართ".
კანცლერმა აღნიშნა, რომ თავად ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკას და ეს საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ვიზიტისას გერმანია გაზსადენ Nord Stream2-ის მშენებლობის მხარდაჭერისთვის საჯაროდ გააკრიტიკა.

მისი თქმით, "ძალიან სამწუხაროა", რომ მოსკოვი ბერლინს "მილიარდობით დოლარის" ბუნებრივ აირს მიაწვდის.
"გერმანია რუსეთის მძევალია", - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ბერლინი დაუცველი გახდება. "ეს მიუღებელია", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ნატო-მ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

კურტ ვოლკერი:  აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

18 წუთის წინ

"ამ დეკლარაციით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას", - ციტირებს კურტ ვოლკერის სიტყვებს პრესსამსახური. ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ეს დეკლარაცია ისეთივე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273