იუვენტუსის მწვრთნელები ქართველ ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ

იუვენტუსის მწვრთნელები ქართველ ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ

სასტუმრო River Side-ში საქართველოში იუვენტუსის საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. რაც იმას ნიშნავს, რომ 7-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს ყოველწლიურად 5 დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ. ამისთვის სპეციალურად საქართველოში იტალიელ მწვრთნელები ჩამოვლენ. 

იუვენტუსის საერთაშორისო პროექტების ტექნიკური მხარდამჭერი ნიკოლო სარტი აცხადებს, რომ მოხდა პროექტის განხილვა და შეირჩა საქართველო.

"მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფებით. მოხდა პროექტის განხილვა და შეირჩა საქართველო. ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ"-აღნიშნა ნიკოლო სარტიმ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მან ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა იუვენტუსის ახალი კაპიტანის ჯორჯო კიელინის მაისური.
"ამ მაისურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იცით, რომ ბუფონის წასვლის შემდეგ იუვენტუსის კაპიტანი კიელინი იქნება, ამიტომ ამ მაისურს დიდი დატვირთვა აქვს"-აღნიშნა სარტიმ

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

5 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080