ისტორიაში პირველად, "მის სამყაროს" კონკურსში ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას

ისტორიაში პირველად, "მის სამყაროს" კონკურსში ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას

ისტორიაში პირველად, კონკურსში "მის სამყარო" ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას. 26 წლის მოდელი და მსახიობი ანჯელინა პონსე კონკურსში ესპანეთს წარადგენს.

"გავიმარჯვებ, თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ ყველაფერს გადავლახავ, ეს იქნება პირადად ჩემთვის ნამდვილი გამარჯვება და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის", - აცხადებს პონსე.

მოდელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სურს მისაბაძი მაგალითი გახდეს მთელი პლანეტის ბავშვებისათვის. "მის სამყაროს" შესარჩევ კონკურსზე ესპანეთში პონსემ 20 სხვა მონაწილეს აჯობა.

ოფიციალურად ტრანსგენდერებს კონკურსში მონაწილეობის უფლება 2012 წლიდან აქვთ.

კურტ ვოლკერი:  აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

3 წუთის წინ

"ამ დეკლარაციით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას", - ციტირებს კურტ ვოლკერის სიტყვებს პრესსამსახური. ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ეს დეკლარაცია ისეთივე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273