იენს სტოლტენბერგი: საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით შთაბეჭდლების ქვეშ ვართ

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით შთაბეჭდლების ქვეშ ვართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.  ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესონფერენციაზე განაცხადა. 

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატო-ს სამიტზე. ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ. მადლობა, რომ შეუერთით ამ სამიტს ბრიუსელში. უკვე 10 წელია, რაც ნატო- საქართველოს კომისიის შეხვედრა შედგა. საქართველომ ძალიან დიდი მიზნები დაისახა, რომ ნატო-ს წევრობას დაახლოებოდა. ის ნატოს სანდო მეგობრად აღიარებული იქნა იმ იზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.

საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებში და ქართველი ხალხის მიერ აგრეთვე აღიარებულია უსაფრთხოების ის საკითხები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვიზიარებთ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

ჩვენ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ პროგრესით, რომელიც თქვენ მოახდინეთ რეფორმების მიმართულებით და რომელსაც აგრძელებთ. იმ პაკეტში, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, თავისთავად ცხადია, რომ შედის ახლო ურთიერთობა ყველა მეგობარ ქვეყანასთან...

დიდი მადლობა იმისთვის, რა წვლილიც შეგაქვთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში, სადაც ნატო იმყოფება. ის რაც ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციას ეხება, ეს მიმართულება ძალიან კარგად სრულდება. ის რეფორმები, რომელიც ამას ემსახურება. გილოცავთ ამ პირობების წარმატებით შესრულებას, რომ თქვენი მშპ-ის 2$ ნატო-ს სამსახურშია. დიდი მადლობა, რომ აქ ხართ ყველა იმ ლიდერთან ერთად , რომლებიც დღეს ნატო-ს სამიტზე იმყოფებიან",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. 

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080