იენს სტოლტენბერგი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

იენს სტოლტენბერგი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატო-ს სამიტზე. ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ. მადლობა, რომ შეუერთით ამ სამიტს ბრიუსელში.  უკვე 10 წელია, რაც  ნატო- საქართველოს კომისიის შეხვედრა შედგა. საქართველომ ძალიან დიდი მიზნები დაისახა, რომ ნატო-ს წევრობას დაახლოებოდა. ის ნატოს სანდო მეგობრად აღიარებული იქნა იმ იზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.

საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებში და ქართველი ხალხის მიერ აგრეთვე აღიარებულია უსაფრთხოების ის საკითხები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვიზიარებთ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

ჩვენ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ პროგრესით, რომელიც თქვენ მოახდინეთ რეფორმების მიმართულებით და რომელსაც აგრძელებთ.  იმ პაკეტში, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, თავისთავად ცხადია, რომ შედის ახლო ურთიერთობა ყველა მეგობარ ქვეყანასთან...

დიდი მადლობა იმისთვის, რა წვლილიც შეგაქვთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში, სადაც ნატო იმყოფება. ის რაც ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციას ეხება, ეს მიმართულება ძალიან კარგად სრულდება. ის რეფორმები, რომელიც ამას ემსახურება. გილოცავთ ამ პირობების წარმატებით შესრულებას, რომ თქვენი მშპ-ის 2$ ნატო-ს სამსახურშია. დიდი მადლობა, რომ აქ ხართ ყველა იმ ლიდერთან ერთად , რომლებიც დღეს ნატო-ს სამიტზე იმყოფებიან",-განაცხადა სტოლტენბერგმა.   

თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080