მარიო მანჯუკიჩის ისტორიული გოლით ხორვატია ფინალში გავიდა

მარიო მანჯუკიჩის ისტორიული გოლით ხორვატია ფინალში გავიდა

დასრულდა მეორე ნახევარფინალური მატჩიც მსოფლიო ჩემპიონატზე. ხორვატიამ ისტორიულ შედეგს მიაღწია და არსებობის მანძილზე პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ისტორიული გოლი ავტორი კი იუვენტუსის ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი გახდა.

მატჩის მეხუთე წუთზე ანგარიში სტანდარტული სიტუაციიდან გაიხსნა. საჯარიმო დარტყმა ზუსტად ტრიპიერმა შეასრულა და ინგლისელები წინ გავიდნენ. პირველ ტაიმი მშვიდად წარიმართა და გუნდები განსაკუთრებულ გამწვავებაზე არ მიდიოდნენ.

მეორე ტაიმში სხვა ხორვატია გამოვიდა მოედანზე. 68-ე წუთზე ივან პერისიჩმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ აშკარა უპირატესობას ფლობდა ხორვატიის ნაკრები. მარიო მანჯუკიჩმა თავისი შანსი ხელიდან გაუშვა. 

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროის პირველ ტაიმში ხორვატთა ფორვარდს მარიო მანჯუკიჩს ისევ არ გაუმართლა, მომენტის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა გაუმართლა მთელ ხორვატიას რომ მოედანი დროზე ადრე არ დატოვა. პირველი დამატებით ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე დამატებით ტაიმშიც უპირატესობას ისევ ხორვატია ფლობდა. 109-ე წუთზე პერისიჩის ბრწყინვალე გადაცემა მარიო მანჯუკიჩმა გოლად აქცია. იუვენტუსის ფორვარდმა ისტორიული გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალშია, სადაც 15 ივლისს საფრანგეთს შეხვდება. ინგლისი კი მესამე ადგილისთვის ბელგიას დაუპირისპიდება.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

11 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080