ლევან ფანცხავა: მეხანძრე, რომელიც მთელი დღე სტიქიას ებრძოდა, დღეს ჟურნალისტებზე ფიქრობდა

ლევან ფანცხავა: მეხანძრე, რომელიც მთელი დღე სტიქიას ებრძოდა, დღეს ჟურნალისტებზე ფიქრობდა

"ვიცოდი რომ ყველაზე მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 4 საათიანი ურთულესი გზის შემდეგ ვხედავ მეხანძრე-მაშველი, ხელით გვანიშნებს რომ შევჩერდეთ. ჩვენც ვჩერდებით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლევან ფანცხავა წერს. 

"მთელი ღამით ხანძარს აქრობდა, მთელი დღე სტიქიას ფაქტობრივად შიშველი ხელებით ებრძოდა, ალბათ ახლაც ცეცხლის კერასთან დგას, ისიც ადამიანია... 

მანქანის გვერდით კილომეტრიანი ხრამი იყო, მანქანის წინ უზარმაზარი ქვები, ფაქტობრივად გზას ვეღარ გავაგრძელებდით...
რამდენიმე წამში ეს ქვები ხრამში გადაყარა და გზა გაწმინდა... სულ რამდენიმე წამში... ჩვენ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარით...
მერე ხელი დაგვიქნია წამოდითო...
მეხანძრე-მაშველმა რომელმაც 2 დღის განმავლობაში, ნერვები, ძალა სტიქის ბრძოლაში დაკარგა დღეს ჟურნალისტებზეც ფიქრობდა...
მადლობა და ამის გამო კი არა, ყველაფრის გამო ეს ბიჭები გმირები არიან!!!", - წერს ჟურნალისტი facebook-ში.

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

2 საათის წინ

"მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088