ბურჯანაძე: არ გამოვრიცხავ, ივანიშვილთან გარიგების სცენარში ბოკერიას "ნაცმოძრაობაც" ჩაჰყვა

ბურჯანაძე: არ გამოვრიცხავ, ივანიშვილთან გარიგების სცენარში ბოკერიას "ნაცმოძრაობაც" ჩაჰყვა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ გიგა ბოკერია და მისი გუნდი ისევ ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოქმედებს.

ასე შეაფასა ბურჯანაძემ „აიპრესთან“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო თანამშრომლობის შეთანხმება. ბურჯანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ამ სცენარში ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩაჰყვა

„პრინციპში მოულოდნელი არაფერი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ ეტაპზე გიგა ბოკერია მოქმედებდა ივანიშვილთან გარიგების და შეთანხმების სცენარით. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც იგივე სცენარი გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთა ან ვერ ხვდება, ან შეგნებულად წავიდა ამ სცენარზე, რომელიც რეალურად ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის გადაარჩინა, რომ ის ყველა არჩევნებზე საფრთხობელად ჰყოლოდა. დააშინებდა ადამიანებს, რომ აი თუ არ მოგწონთ „ოცნება“, მაშინ მოვა „ნაცმოძრაობა“. ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის მეც, ვისაც ასეთი არჩევანი დაგვიდგება რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობისკენ“ არ გადავიხრებით. შეიძლება საერთოდ არ მივიდე არჩევნებზე ან იძულებული გახდე, რომ „ოცნებას“ დავუჭირო მხარი. ეს სცენარი გათამაშდა ახლა. მე არ ვიცი, მიხვდა თუ არა „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრთა და ამისდა მიუხედავად ჩაჰყვა მას ამ თამაშში თუ არა. საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს მას როგორც კანდიდატის, ისე ბევრი სხვა მიმართულების თვალსაზრისით.

არ ვიცი, შეიძლება ვერ მიხვდა და ბოკერიამ ისინი ევროპელი კოლეგის მეშვეობით წამოიყვანა ამ გზით. ნებსით თუ უნებლიედ მათ განახორციელეს სცენარი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აწყობს. ეს არის სქემა, რომელიც ივანიშვილს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა, რომ ნებისმიერ ფასად როგორმე მეორე ადგილზე გაეყვანა ბაქრაძე. ეს გარკვეულწილად „ნაცმოძრაობისთვის“ მომაკვდინებელი იყო, მაგრამ ეს სცენარი არსებობდა. რეალურმა ოპოზიციამ ამ გარიგებას მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088