ლევან დავითაშვილი: ნენსკრას შემთხვევასთან ჰესების მშენებლობა კავშირში არ არის

ლევან დავითაშვილი: ნენსკრას შემთხვევასთან ჰესების მშენებლობა კავშირში არ არის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჭუბერში მომხდარ სტიქიასთან ჰესის მშენებლობა კავშირში არ არის.

რაც შეეხება ზუსტ გამომწვევ მიზეზებს, ამაზე კომენტარი გააკეთეს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თუმცა სულ მალე ჩვენ 3D-ში მოდელირებულ , ვიზუალურ ვერსიას ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ მოხდა სტიქიური მოვლენების ჩამოყალიბება ნენსკრას ხეობაში. ამ საკითხს ცალსახად კომპეტენტურ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის თქმით, ზოგადადად ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით უწყების პოზიციაა - ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა იყოს მომზადებული, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს ადეკვატური და მაღალი დონის ექსპერტიზის შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. 

„სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში და ნებართვა მხოლოდ ასეთ პირობებში გაიცემა. გარემოს ზემოქმედების შეფასების ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გააჩნია ახალი კოდექსი, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობით და ამ ჩართულობის უზუნველყოფას თვითონ სახელმწიფო ახდენს. ამავე დროს, ჩვენ გარკვეული ცვლილებები ახლა მომზადებული გვაქვს კოდექსში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საკონსულტაციო თუ ექსპერტულ ბიურო, მათ შორის, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული, მათ უბრალოდ დისკვალიფიკაცია მიეცემათ და მომავალში მათი ჩართულობის საშაულება არ იქნება. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის,რ ომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რომ გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080