დავითაშვილი: მთელი საქართველოს მასშტაბით ადრეული შეტყობინებების სისტემას დავნერგავთ

დავითაშვილი: მთელი საქართველოს მასშტაბით ადრეული შეტყობინებების სისტემას დავნერგავთ

„მთელი საქართველოს მასშტაბით ადრეული შეტყობინებების სისტემას დავნერგავთ და ამ პირობებში ჰიდრომეტეოროლოგიური თუ გეოლოგიური წარმოშობის სტიქიური უბედურებების შესახებ გვექნება წინასწარი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფოს მხრიდან რეაქციას ასეთი ტიპის რისკებზე“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის სადგურები 2019 წლიდან ყველა იმ ადგილებში განთავსდება, სადაც სტიქიური მოვლენების რისკი არსებობს. 

„რამდენიმეწლიანი პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ძირითადად, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ ინფორმაციის სწორად გამოყენება მოხდეს და უწყებებს და მუნიციპალიტეტებს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე. ჩვენ 2019 წლიდან დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას, რამდენიმე წელიწადი გაგრძელდება პროექტი, 2-3 წლის განმავლობაშ სადგურების განთავსებას მოვახდენთ და საბოლოოდ ეს არის 7-წლიანი პროექტი, როდესაც საქართველო მთლიანად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილებას უკაშირდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის განცხადებით, ამისთვის საქართველოს მთავრობამ გლობალური კლიმატის ფონდისგან 27 მილიონიანი გრანტი მიიღო. 

„ამაზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობსი სამინისტრო მუშაობდა. ეს მოგვცემს საშუალება, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები ადეკვატურად განვითარდეს და გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჰიდრომეტეოროლოგიის მიმართულებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართულებით ბევრი რამ გასაკეთებელი გვაქვს, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვა ბევრი მიმართულებით გვჭირდება და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მარტო არ ვართ და დონორები გვეხმარებიან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

10 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080