უდუმაშვილი:მთავარი მოტივი რატომაც ევროსაქართველოსთან შევთანხმდით, ივანიშვილის დემონტაჟია!

უდუმაშვილი:მთავარი მოტივი რატომაც ევროსაქართველოსთან შევთანხმდით, ივანიშვილის დემონტაჟია!

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მთავარი მოტივი რის გამოც მის პარტიასა და ევროპულ საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ივანიშვილის დემონტაჟია. 

ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა "აიპრესთან" ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლა უნდა წარიმართოს და არა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მისი თქმით, შესაძლოა ასეთივე შეთანხმება სხვა პარტიებთანაც შედგეს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ საერთო კანდიდატის დასახელებისა და ერთობლივი კონფიგუარციით ამომრჩევლის წინაშე წარსდგომის შესახებ მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. 

როგორ წარმოგიდგენიათ „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა იმ დაპირისპირების ფონზე, რაც ამ პარტიებს გქონდათ? ამისთვის საკმარისია თუნდაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ერთმანეთის მიმართ გამოთქმული ეპითეტებიც და ასევე სხვაც მრავლად იყო, მაგრამ მხოლოდ ესეც კმარა...

მესმის თქვენი შეკითხვის შინაარსი. ახლა ყველა ოპოზიციური გაერთიანების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ამ არჩევნებზე შევძლოთ რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე ჩვენი ამბიციები. აქ არ არის საუბარი რაღაც კონკრეტულ თანამშრომლობაზე. ეს არის შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთს არ დავესხმევით თავს, ერთმანეთის კრიტიკით არ დავკავებდით. რა თქმა უნდა კრიტიკა იქნება, ამის გარეშე შეუძლებელია მაგრამ ეს უნდა იყოს გარკვეული ზღვრების, ჩარჩოების ფარგლებში.

მთავარ აქცენტს გადავიტანთ წინასაარჩევნო კამპანიაზე. სრულიად განსხვავებული სტრატეგია გვაქვს ჩვენ და „ევროპულ საქართველოს“. აბსოლუტურად სხვადასხვა გზებით მივდივართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო ამოცანა არ გვქონდეს. ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დემონტაჟი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთანხმდებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთმანეთს არ დავეხმევით თავს. იმიტომ, რომ სწორედ ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ახლა, რომ მთავარი აქცენტი გადაიტანოს ჩვენს კინკლაობაზე, ზოგადად ოპოზიციის შიგნით და არა მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“ ვგულისხმობ, რათა თავად ჰქონდეს ველი მოსუფთავებული.

რაც შეეხება მეორე ტურზე შეთანხმებას, ჩვენ რომ მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატებს დავუჭერთ მხარს, ესეც სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია. ჩვენ არა მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, არამედ ნებისმიერი პროდასავლური პარტიის კანდიდატს. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი ივანიშვილის დამარცხებაა. ეს იყო მთავარი მოტივი რატომაც ეს შეთანხმება გაფორმდა.

გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებასო. ამომრჩევლის ერთობლივად მობილიზება რას გულისხმობს?

ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებული ძალებით გავაკეთებთ. ალბათ სავარაუდოდ იგულისხმება, რომ ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას მოვახდენთ. ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი გვეყოლება, რომელსაც მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილეობისკენ, „ევროპულ საქართველოს“ კი თავიანთი. გაერთიანებული ძალებით მობილიზება არ იგულისხმებოდა ამ განცხადებაში.

სხვა პარტიებთანაც გეგმავთ ასეთივე ხელშეკრულებების გაფორმებას, რომ ერთმანეთის მიმართ თავდასხმები არ იყოს?

არა მხოლოდ თავდასხმებზე. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს რამდენიმე პარტიასთან, რათა ჩვენ გვყავდეს საერთო კანდიდატი ამ არჩევნებზე.

ვისთან? თუ შეგიძლიათ რომ დაგვიკონკრეტოთ?

სამწუხაროდ ახლა მე ვერ დავაკონკრეტებ. იმიტომ, რომ კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როდესაც მე და თქვენ ვსაუბრობთ. ამიტომ, მე არ ვარ უფლებამოსილი კონკრეტული პარტიები დავასახელო. არაერთი პარტია მონაწილეობს ამ დიალოგში. რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა ძალები ჩავერთვებით ერთობლივ საარჩევნო კამპანიაში. შემდეგ უკვე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. ვვარაუდობთ, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი გაერთიანდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციის აბსოლუტური გაერთიანება მოხდეს. მაგრამ, ოპოზიციური ფლანგის რაღაც ძალების კონსოლიდაციას მოვახდენთ, რომ ძლიერი პოზიციები გვქონდეს ამ არჩევნებზე.

ერთი დეტალი მაინც მითხარით, ეს არის მხოლოდ ის პარტიები,  რომლებიც ამსტერდამის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას თუ სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს დიალოგი?

 

რა თქმა უნდა ის პარტიებია, რომლებიც ამსტერდამის შეხვედრები იყვნენ, მაგრამ არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველასთან ღია ვართ კონსულტაციებისთვის. თავიდანვე ვიძახდით, რომ კანდიდატს, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატად შევარჩევთ, არ არის აუცილებელი „ნაციონალური მოძრაოაბის“ კანდიდატი იყოს. დაველოდოთ როგორ დასრულდება კონსულტაციები და გადაწყდება, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი და რა ძალებით გავალთ არჩევნებზე.

ცნობისთვის, "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველო" წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

2 საათის წინ

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა. "მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს... და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088