ტაილანდში, გამოქვაბულიდან გამოყვანილი მოზარდები საავადმყოფოში იმყოფებიან (ვიდეო)

ტაილანდში, გამოქვაბულიდან გამოყვანილი მოზარდები საავადმყოფოში იმყოფებიან (ვიდეო)

ტაილანდში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოქვაბულიდან გამოყვანილი საფეხბურთო გუნდის წევრების ვიდეო აჩვენეს.

საინფორმაციო პორტალის კორესპონდენტის მიერ გადაღებული ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოზარდები საავადმყოფოში იმყოფებიან. ზოგიერთ მათგანს სახეზე სამედიცინო ნიღაბი უკეთია. როგორც ტელეარხი NewsAsia აღნიშნავს, ვიდეოში ბავშვების ხმები არ ისმის.

10 ივლისს, ტაილანდში, მაშველებმა გამოქვაბულიდან ბოლო, მეთორმეტე ბავშვი და მწვრთნელი გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, 12 არასრულწლოვანი და მათი მწვრთნელი ტაილანდში, კხაო ლუანგის გამოქვაბულში 24 ივნისს დაიკარგნენ. მათ 2 ივლისს მიაკვლიეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ მომენტამდე მიმდინარეობდა.

სამაშველო ოპერაციას, რომელშიც ტაილანდის სამხედრო ძალები და სხვა ქვეყნების სპეციალისტები მონაწილეობდნენ, წვიმები ართულებდა - წყლის გამო ვიწრო გადასასვლელები დაიტბორა, საიდანაც ბავშვები უნდა გამოეყვანათ.

გამოქვაბულიდან გამოყვანილ 8 ბავშვს სისხლში ინფექცია აღმოაჩნდათ და ერთი კვირა ჰოსპიტალში, კარანტინზე უნდა იყვნენ. ჯერჯერობით, სხვა გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

6 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080