Express: NATO-ს სამიტზე ანგელა მერკელსა და ტერეზა მეის ერთი ფერის პიჯაკები ეცვათ

Express: NATO-ს სამიტზე ანგელა მერკელსა და ტერეზა მეის ერთი ფერის პიჯაკები ეცვათ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე ერთი ფერის პიჯაკში გამოწყობილები გამოცხადდნენ,-ამის შესახებ ინფორმაციას Express ავრცელებს.

სამიტის პირველ დღეს მსოფლიოს ორივე ლიდერს ლურჯი ფერის პიჯაკები ეცვათ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტერეზა მეისა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრა დღის განმავლობაში შედგება.
ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი სამიტი 11 და 12 ივლისს გაიმართება.

მანამდე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც „გერმანიას რუსეთის მძევალი“ უწოდა. მერკელმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთიანი ქვეყანა თავისი პოლიტიკით დამოუკიდებელია.

"მე გერმანიის ნაწილი ვიყავი, როდესაც ის საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ იმყოფებოდა", - განაცხადა მერკელმა.
"და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ თავისუფალი და ერთიანი ვართ".
კანცლერმა აღნიშნა, რომ თავად ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკას და ეს საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ არის.

სტივენ სიგალი: მსურს, პრიმორიეს მხარის გუბერნატორი გავხდე

სტივენ სიგალი: მსურს, პრიმორიეს მხარის გუბერნატორი გავხდე

7 წუთის წინ

კითხვაზე, სურს თუ არა მას რეგიონის გუბერნატორი გახდეს, სიგალმა უპასუხა, რომ ამას "სიამოვნებით" გააკეთებს. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს წარმოადგენს. მსახიობის განმარტებით, მამამის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273