ესტონეთის პრემიერი: გაზსადენი Nord Stream-2 პოლიტიკური პროექტია

ესტონეთის პრემიერი: გაზსადენი Nord Stream-2 პოლიტიკური პროექტია

ესტონეთის პრემიერმინისტრის იური რატასის განცხადებით, გაზსადენი Nord Stream-2 პოლიტიკური პროექტია. ამის შესახებ ERR იტყობინება.

მისი თქმით, ესტონეთი Nord Stream - 2 "-ის ასაშენებლად "რაიმე აზრს ვერ ხედავს".

ესტონეთის პრემიერმინისტრმა ასევე დასძინა, რომ ესტონეთის მთავრობის პოზიცია გაზსადენთან დაკავშირებით ისაა, რო მას პოლიტიკურ პროექტად მიიჩნევს.

მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობის შეჩერება აუცილებელია.
მისი აზრით, გაზსადენი "ბერკეტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევაში სურს".

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ვიზიტისას გერმანია გაზსადენ Nord Stream2-ის მშენებლობის მხარდაჭერისთვის საჯაროდ გააკრიტიკა.

მისი თქმით, "ძალიან სამწუხაროა", რომ მოსკოვი ბერლინს "მილიარდობით დოლარის" ბუნებრივ აირს მიაწვდის.
"გერმანია რუსეთის მძევალია", - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ბერლინი დაუცველი გახდება. "ეს მიუღებელია", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ნატო-მ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

24 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172